გიგი უგულავას საქმე

სასამართლოში გიგი უგულავას წინააღმდეგ საქმის განხილვისას ჩვენება დაცვის მხარის მოწმის სტატუსით პარლამენტის წევრებმა, გიორგი გაბაშვილმა და ხათუნა გოგორიშვილმა მისცეს.

საქმე ეხება უგულავას ბრალდებას, სადაც მას იძულებას და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავებიან, მარნეულის ეპიზოდზე. კერძოდ, საუბარია 2014 წელს, მარნეულში გამგებლის არჩევნების დროს მომხდარ ინციდენტზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ახმედ იმამკულიევი კენჭს იყრიდა.

დღევანდელ სხდომას ბრალდებული უგულავა არ დასწრებია.

დატოვე კომენტარი