გიგი უგულავას განცხადება და გამოხმაურება

გიგი უგულავა მიხელ სააკაშვილს ოპოზიციის დაშლის მთავარ მიზეზად ასახელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მან სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გაავრცელა. უგულავამ ვანო მერაბიშვილის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო. მისივე თქმით, მერაბიშვილმა გააღვივა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტინქტები.

უგულავას ამ განცხადებას არ იზიარებს მისივე თანაგუნდელი ელენე ხოშტარია. აღნიშნულ ვიდეოს ასევე გამოეხმაურნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.