გიგი უგულავას განცხადება 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა თურქეთთან საზღვრის გახსნას ითხოვს. მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები თურქეთში წლების განმავლობაში სეზონური სამუშაოსთვის მიემგზავრებოდნენ, დღეს კი ამ შესაძლებლობას მოკლებულნი არიან. გიგი უგულავა საზღვარზე ისეთი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითხოვს, სადაც კორონავირუსზე მგზავრების შემოწმება იქნება შესაძლებელი.

დატოვე კომენტარი