გიგი უგულავას განცხადება

პროპორციული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ პარტია „ევროპულ საქართველოში“. განცხადება გიგი უგულავამ გააკეთა. მისი თქმით, პარტია „ევროპული საქართველო“ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციების ორგანიზატორი არ არის, თუმცა პირადად უგულავა ფიქრობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს მიზნის მისაღწევად აუცილებლად უნდა ჰქონდეთ კოორდინაცია.