გიგი უგულავა რუსთავის მცხოვრებლებს შეხვდა

არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ხელმოწერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აგროვებენ.

პარტიის ლიდერი გიგი უგულავა მოსახლეობას რუსთავში შეხვდა და პროპორციული სისტემის მნიშვნელობა გააცნო.

გიგი უგულავას განცხადებით, საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები თანხმდებიან საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე.