გიგი უგულავა ოქრუაშვილ-ვაშაძის შეხვედრას აფასებს

უაღრესად დამაზიანებელი და მორალურად უმძიმესი, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გრიგოლ ვაშაძის ვიზიტს ირაკლი ოქრუაშვილთან.

უგულავამ ვრცელი წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და იქვე მიუთითა, რომ პოსტი ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების ხელშეწყობას ეძღვნება.

გიგი უგულავა ირაკლი ოქრუაშვილის რუსულ კავშირებზე მიუთითებს და იქვე წერს, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ახლა „ქართული ოცნების“ ნარატივს იმეორებს. თავად ირაკლი ოქრუაშვილს დამატებითი განმარტებები დღეს არ გაუკეთებია. კომენტარი არ გაკეთებულა „ევროპულ საქართველოშიც“ და ჯერჯერობით უცნობია, სოციალური ქსელით გავრცელებული პოსტი არის თუ არა პარტიის საერთო პოზიცია.

გიგი უგულავას  გზავნილს გრიგოლ ვაშაძემ უკვე უპასუხა.