გიგი უგულავა ხელისუფლებას ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში ადანაშაულებს

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ხელისუფლებას ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში ადანაშაულებს. უგულავამ პარლამენტში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მათ აქციებში მონაწილე ერთი და იგივე პირის ამოცნობა შეძლეს, რომელიც სავარაუდოდ ხელისუფლების მიერ შეგზავნილი პროვოკატორია.

„2 დეკემბრის აქციაზე იყო მამაკაცი, რომელსაც ეჭირა პლაკატი „ამერიკა მტერია, რუსეთი მეგობარი“ და ცდილობდა პროვოკაციების მოწყობას, რომელთანაც მოხდა დაპირისპირება. აქციის მონაწილეებმა მას პლაკატი დაუხიეს და აქციიდან გააძევეს. 16 დეკემბერს თელავში იგივე მამაკაცი ვიხილეთ ახალი პლაკატით „სად ერეკლე და სად მიწა-წყლის გამყიდველი სახელმწიფო”. აქ უკვე ამ პიროვნებამ ავტომობილებს გზა ჩაუხერგა და პარლამენტარ თამარ ხულორდავას ავტომობილის საქარე მინა ჩაამსხვრია. ჩვენ ვითხოვთ შესაბამისმა უწყებამ მოახდინოს ამ პირის იდენტიფიკაცია. სავარაუდოდ, მას სუს-ი იყენებს, როგორც პროვოკატორს”, – განაცხადა უგულავამ.

 

დატოვე კომენტარი