გიგი უგულავა გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. გამოძიებამ მისთვის უწყების გადაცემა გუშინ სცადა, თუმცა უგულავამ დოკუმენტი არ ჩაიბარა. უგულავა ამბობს, რომ გამოკითხვაზე მივა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება ჯერ მინისტრს დაუსვამს კითხვებს მომხდართან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს, რომ სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით გიგი უგულავას, გია ბარამიძის და ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვასთან დაკავშირებით.

20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.