გიგი უგულავა დეპუტატის მანდატისთვის იბრძოლებს

გიგი უგულავა დეპუტატის მანდატისთვის იბრძოლებს. დედაქალაქის ყოფილი მერი, ხონისა და ვანის რაიონის შუალედურ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.  გადაწყვეტილება დღეს პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე გახმოვანდა.  პარტიის ლიდერებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.  დელეგატებმა კი გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ, გიგა ბოკერია აირჩიეს.  დღესვე,  ევროპულმა საქართველომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გააკეთა განაცხადი და პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.