გიგაური ხაინდრავა-ადამაშვილის წინააღმდეგ - საქმის განხილვა სააპელაციოში

ეკა გიგაური გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგ – სასარჩელო განცხადების განხილვა ამჯერად სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს – „საერთაშორისო გამჭირვალობის“ ხელმძღვანელის სარჩელი, გოგა ხაინდრავას 2015 წლის განცხადებას უკავშირდება.

ხაინდრავა აცხადებდა, რომ  მას აქვს დოკუმენტი, რომელიც ეკა გიგაურისთვის კაპიტნის წოდების ვადაზე ადრე მინიჭებას ადასტურებს. ხაინდრავას განცხადებით, კაპიტნის წოდება გიგაურმა 7 ნოემბრის აქციის დარბევის გამო მიიღო, მისივე ხელმოწერით კი, 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილე მესაზღვრეები პრემიით დაჯილდოვდნენ.

სწორედ  ამ  განცხადებისთვის გიგაური ხაინდრავას  რეპუტაციის შელახვასა და ცილისწამებაში ადანაშაულებდა.  თუმცა საქალაქო სასამართლომ, ცილისწამების ნიშნები გიგაურის სარჩელში ვერ დაინახა  და შესაბამისად, მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ პროცესს თავად გიგაური არ ესწრება.