„გიგანტური წიგნი“ – გაზეთ „ივერიის“ 1888 წლის ნომრების წლიური კომპლექტი

21:59, 21.10.2026

ერთად თავმოყრილი უნიკალური სტატიები, პუბლიკაციები, ჩანაწერები და მე-19 საუკუნის საქართველოს ყოფის ამსახველი ისტორიული მასალები: ნომრები, რომლებიც 1888 წელს ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამომავალ გაზეთმა „ივერიამ“ გამოუშვა, ერთ წიგნად გამოსცეს. ახალი გამოცემა პროექტ „გიგანტური წიგნების“ გაგრძელებაა.

გიგანტური გამოცემა ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ბიბლიოთეკას გადაეგზავნება. ამ ფორმით საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ხდება გაზეთ ივერიის ნომრების კიდევ ერთი კომპლექტი. ივერია იყო ყოველდღიური გაზეთი, რომელმაც საქართველოს საზოგადოებრივ პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშა.

მსგავსი