ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, „გიგანტური წიგნების“ მეორე ტომის წარდგენა გაიმართა. პროექტ „გიგანტური წიგნების“ ფარგლებში, გაზეთ „ივერიის“ 1887 წლის ნომრების სრული კომპლექტი გამოიცა. ეს „ივერიის“ ამ პროექტის ფარგლებში გამოცემული ნომრების მეორე კრებულია. პროექტი XIX-XX საუკუნეების ქართული პერიოდიკის, ჟურნალების და გაზეთების, ხელახლა გამოცემას გულისხმობს.