გიგა ბოკერიას შეფასება

„მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება სურთ, ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდეს“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ხვალ გეგმას წარადგენს ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.  გიგა ბოკერიას თქმით, „ევროპული საქართველოს“ გეგმები ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხს არ უკავშირდება.