გიგა ბოკერიას განცხადება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მთაწმინდის რაიონში „ქართულ ოცნებას“ არარეგისტრირებული საარჩევნო შტაბი აქვს. მისი თქმით, ეს   ადასტურებს, რომ საარჩევნო ოპერაციების დიდი ნაწილი უკანონოა. მისივე განცხადებით, მმართველი გუნდის სტრატეგიაა, ძალაუფლება კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების წყალობით შეინარჩუნოს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო კამპანია კანონის ფარგლებში მიმდინარეობს და ოპოზიციასაც აქვს ამის საშუალება.