გიგა ბოკერიას განცხადება

ყველა  ადამიანი, ვინც თვლის, რომ ამ ქვეყანაში არასაარჩევნო ცვლილება სარისკოა, ხოლო ავტორიტარიზმის ჭაობი კატასტროფა, ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს ლეგიტიმურ რევოლუციაში. ეს განცხადება საქართველოს პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ გიგა ბოკერიამ გააკეთა.

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ამბობს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობის წართმევის შემთხვევაში, რევოლუცია ლეგიტიმურია. ამ განცხადებას პარტია „ქართულ ოცნებაში“ ეხმაურებიან.

კვირის ინტერვიუ