გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო
გიგა ავალიანის საქმეზე, ბრალდებულების ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის წინა სასამართლო სხდომა მიმდინარეობს ამ წუთებში. სხდომაზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. ადვოკატების ინფორმაციით, საქმეში არ არსებობს ჩვენებები, რომლითაც ნია იმნაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება მტკიცდება. აღნიშნულს არ ეთანხმება პროკურატურა. ქეთევან სონიძის თქმით, საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, მათ შორის მოწმეების ჩვენებები, რომლითაც დასტურდება ბრალდება. დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობასაც გადასინჯავენ.