გიგა ავალიანის საქმე – სასამართლო პროცესი
გიგა ავალიანის საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესი გაიმართა. დასკვნითი სიტყვა ბრალდების მხარემ წარმოთქვა. სხდომას ესწრებოდა გიგა ავალიანის დედა. მისი განცხადებით, ალექსანდრე გაბაშვილს ტელეფონში ძალადობაზე სრული ვიდეო ჰქონდა შენახული. შეგახსენებთ, რომ საქმეზე ჯამში 4 პირია დაკავებული. მათგან ერთს ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. კიდევ ორ არასრულწლოვანს გამოძიება ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად.