გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – სასამართლო პროცესი
ცოტა ხნის წინ დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი. დღევანდელ სხდომაზე, მტკიცებულებების გამოკვლევა, კვლავ ბრალდების მხარემ გააგრძელა. გამოიკვლიეს წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები. ასევე, დღევანდელ სხდომაზევე მოხდა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაც და მოსამართლის გადაწყვეტილებით ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან.