გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – სასამართლო პროცესი
უკვე შვიდი საათია თბილისის საქალაქო სასამართლოში 28 წლის გარდაცვლილი პედაგოგის, გიგა ავალიანის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. პროცესი დახურულია, რადგან საქმე არასრულწლოვნებს ეხებათ. დღეს სასამართლო დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვებს ისმენს. ამ ეტაპზე მხარეებს ეძლევათ ნახევარი საათი იმისთვის, რომ რეპლიკები გაცვალონ. ამის შემდეგ, პროცედურულად დაგეგმილია ბრალდებულების საბოლოო სიტყვა, თუ კი ისინი ამ უფლებით ისარგებლებენ. გამოიტანს თუ გადადებს განაჩენის გამოცხადებას მოსამართლე, ჯერჯერობით უცნობია. პროცესს არ ესწრებოდა მოკლული პედაგოგის დედა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე ჯამში ოთხი პირია დაკავებული. მათგან ერთს ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. კიდევ ორ არასრულწლოვანს კი, გამოძიება ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.