გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – სასამართლო პროცესი
28 წლის გარდაცვლილი პედაგოგის, გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ეპიზოდზე საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. საქალაქო სასამართლოში სხდომა უკვე დაახლოებით 5 საათია მიმდინარეობს. პროცესი დახურულია, რადგან საქმე არასრულწლოვნებს ეხებათ. პროკურორის განცხადებით, ამ დროისთვის დარბაზში დაცვის მხარის დასკვნით სიტყვებს ისმენენ. პროცესს არ ესწრება მოკლული პედაგოგის, გიგა ავალიანის დედა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე ჯამში ოთხი პირია დაკავებული. მათგან ერთს ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. კიდევ ორ არასრულწლოვანს კი, გამოძიება ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.