28 წლის პედაგოგის, გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ეპიზოდზე საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე უნდა დაკითხულიყო გარდაცვლილი პედაგოგის დედა, თუმცა პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე, დაცვის მხარემ მის მიერ მიცემული ჩვენება უდავოდ გახადა. ეკა კუპატაძის თქმით, ბრალდებულებს არ სურდათ მისი სიტყვის მოსმენა. მისივე განმარტებით, დღევანდელ პროცესზე ის პოზიციას, როგორც საქმეზე დაზარალებული, დააფიქსირებს. კუპატაძის თქმით, ბრალდებულებს მაინც მოუწევთ მისი მოსმენა.