გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – აღკვეთის ღონისძიება

18:25, 07.08.2026

ორ საათზე მეტია, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში პედაგოგ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმესთან კავშირში მყოფი ორი არასრულწლოვანის – ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის აღკვეთს ღონისძიება მიმდინარეობს. პროკურატურა მათ მიმართ, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს, გუშინ წინასწარი დაკავების იზოლატორში ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი, გამოძიება მათ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, წარდგენილ ბრალდებას დაკავებულთა ოჯახები კატეგორიულად არ ეთანხმებიან. ამ დროისთვის გამოძიების ინფორმაციით ძალადობის შედეგად მოკლული გიგა ავალიანის საქმის ყველა ფიგურანტი დაკავებულია.

მსგავსი