გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე
გიგა ავალიანის მკვლელობის გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ბრალდებით დაკავებული გიორგი მალანიას პროცესზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა. პროცესი დახურულად ჩატარდა რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება. პროკურორმა მტკიცებულებები შეაჯამა და მალანიას გამტყუნება მოითხოვა. დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას 3 დეკემბერს იტყვის. მოისმენენ ასევე ბრალდებულის სიტყვასაც შემდეგ კი მოსამართლე სათათბიროდ განაჩენის გამოსატანად გავა. გიორგი მალანიას ბრალად ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება ედება, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.