გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე

21:30, 07.08.2026

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს, ნია იმნაძეს და ანასტასია ბერუაშვილის პატიმრობა შეუფარდეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო. დაკავებულების მიმართ, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას პროკურატურა ითხოვდა. რაც შეეხებათ ადვოკატებს, საქმეში დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის არგუმენტით, უფლებადამცველები არასრულწლოვნების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.   ნია იმნაძეს გამოძიება ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას, ანასტასია ბერუაშვილს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. რეზონანსულ საქმეზე ჯამში შვიდი ადამიანია დაკავებული.

რა გახდა კიდევ ორი არასრულწლოვნის დაკავების საფუძველი და რა ახალ მტკიცებულებებზე საუბრობს პროკურატურა – ამას ბელა ზაქაიძე გვეტყვის.

მსგავსი