გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულების პროცესი
28 წლის მასწავლებლის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. დაცვის მხარემ დაკავებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა. პროკურატურამ კი აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვება. მოსამართლემ ისინი კვლავ პატიმრობაში დატოვა. საქმე არსებით განხილვას გადაეცა.