გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმე 

18:34, 07.05.2026

პედაგოგ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. ჩვენების მისაცემად საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე პროცესზე იძულების წესით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მიიყვანეს, თუმცა მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა, რადგან იმნაძე შეუძლოდ  გახდა. აღნიშნული ფაქტის მერე ადვოკატებმა იმნაძის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება უდაოდ ცნეს და შესაბამისად აღარ დაიkითხება. გიგა ავალიანის დედის თქმით, სწორედ ნია იმნაძის მიერ მოხდა გიგა ავალიანზე ანგარიშსწორების შეკვეთა. იმნაძე რამდენიმე პროცესზე ნებაყოფლობით არ გამოცხადდა. საქმეზე ერთ არასრულწლოვანს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება, მეორეს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

მსგავსი