სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს ცხრა წელი და ცხრა თვე, ანი ნასყიდაშვილს კი ხუთი წელი და სამი თვე მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დემეტრე ჩიქოვანს 13 წლის, ანი ნასყიდაშვილს კი – შვიდი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადების ბრალდებით, ანი ნასყიდაშვილს კი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ.