გიგა ავალიანის გარდაცვალების ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ 

21:09, 10.02.2026

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის ფიგურანტებს ბრალი დაუმძიმეს.

28 წლის პედაგოგის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვანი ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებშიც ამხილეს. შემზარავი ვიდეო მასალა ბრალდებულთა მობილურ ტელეფონებში იპოვეს. გიორგი რიკაძე, ალექსანდრე გაბაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი – საგამოძიებო მასალების მიხედვით, ავალიანი დაკავებულების პირველი მსხვერპლი არ ყოფილა. საქმეში დევს ძალადობრივი თავდასხმის ოთხი ეპიზოდი – ოთხივე შემთხვევაში არასრულწლოვნებს მსხვერპლი წინასწარ ჰყავდათ შერჩეული და მათ ხშირად სხვა ადამიანების სახელით სოციალური ქსელებით უკავშირდებოდნენ და შეხვედრაზე ითანხმებდნენ. დანაშაულების მოტივად გამოძიება ბრალდებულებისთვის მიუღებელი პირების დასჯას ასახელებს. გამოძიების ვერსიით, თვალთვალის შემდეგ, წინასწარ მომზადებული გეგმით სწორედ ეს სამი ადამიანი დაესხა თავს პირველ ოქტომბერს ახალგაზრდა მასწავლებელს, რომელსაც უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს – ავალიანი რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახი, რომელსაც მანამდე საქმის არასწორი კვალიფიკაციის გამო გამოძიებასთან პრეტენზიები ჰქონდა, პროკურატურის დღევანდელი განცხადებით კმაყოფილია.

მსგავსი