გიდების სავალდებულო სერტიფიცირება
ახალი რეგულაციებით მოუწევთ მუშაობა გიდებს და სამთო გამყოლებს. მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ტურისტებისთვის ქვეყნის ღირსშესანიშნაობებზე დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლად ახალი სტანდარტები შემუშავდა, რაც შესაბამის ბაზაში რეგისტრაციას და ცალკეულ შემთხვევებში სასერტიფიკატო კურსის გავლას ითვალისწინებს. გაიწერა გიდების კატეგორიები, ცალკე კატეგორია იქნება სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლები, რომლებსაც ცოდნის და კომპეტენციის დასადასტურებლად სპეციალური კურსის გავლა მოუწევთ. რეგულაციების და სტანდარტების დაცვას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გააკონტროლებს. საკანონმდებლო ცვლილებებს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.