გიდების აქცია რიყის პარკში

„ჩვენ ვარსებობთ ტურიზმით“ – ასეთი დევიზით რიყის პარკში ფერადი ქოლგებით აღჭურვილი გიდების აქცია-ფლეშმობი იმართება. ამ ფორმით გამოეხმაურნენ ქართველი გიდები უნგრელი კოლეგების ფლეშმობს, რომლებმაც ბუდაპეშტის ცენტრში შეკრება და ახალი კოვიდ-19-ის გამო შეჩერებული მსოფლიო ტურიზმის სიმბოლური აქციით გამოცოცხლება გადაწყვიტეს. რიყის პარკში შეკრებილები ამბობენ, რომ ქოლგა, გიდების სტუმრებზე მზრუნველობის ერთგვარი სიმბოლოა, გიდები და მათი ფერადი ქოლგები დასიცხულ, მიძინებულ, უტურისტოდ დარჩენილ ქალაქებს ხალისს შემატებს და ვიზუალურად გამოაცოცხლებს. მათივე თქმით, ტურიზმის შეჩერებამ უამრავი პროფესიონალი და მათი ოჯახები, გაურკვეველი ვადით დატოვა შემოსავლების გარეშე. მსგავსი პერფორმანსი, თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმშიც იმართება. ქართველმა გიდებმა იგივე ქმედებისკენ  მოუწოდეს კოლეგებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

გიდები ქალაქის დამთვალიერებლებს ელოდებიან და უფასო ტურს გაუწევენ.