მსოფლიო დონეზე აღიარებული ქართველი კომპოზიტორის იუბილისადმი მიძღვნილი ორგანყოფილებიანი საღამოსთვის მზადება დასკვნით ფაზაშია.
ხვალ და ზეგ თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე გია ყანჩელის ცნობილი ნაწარმოებები აჟღერდება. შესრულდება კინოსა და თეატრისთვის შექმნილი კომპოზიციები, პროგრამაშია კომპოზიტორის მიერ გარდაცვლილი მეგობრების ხსოვნისადმი დაწერილი ნაწარმოები „სტიქსი“ ახლებური შესრულებით.
ცნობილ კომპოზიციებთან ერთად მაყურებელი გამორჩეული ქართველი კომპოზიტორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ დოკუმენტურ კადრებს იხილავს. მათ შორის უფრო მეტს გაიგებს კომპოზიტორის და ცნობილი ქართველი რეჟისორების ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ. გია ყანჩელის დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილი საღამოები თბილისის საკონცერტო დარბაზში 25 და 26 მარტს გაიმართება.