გია ყანჩელის ნაწარმოებების მსოფლიო პრემიერა

19 ნოემბერს რუსთველის თეატრის დიდ დარბაზში ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის ნაწარმოებების, – „წუთისოფელი“ და „იდემ ეტ იდემის“, – მსოფლიო პრემიერა გაიმართება.

ამავე კონცერტზე საქართველოში პირველად აჟღერდება კომპოზიტორის კიდევ 2 ნაწარმოები. ორკესტრთან და გუნდთან ავტორი პირადად მუშაობს.

კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე, რეპეტიციას თათია კუჭუხიძე დაესწრო.