გია ყანჩელის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი

ცნობილ კომპოზიტორს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ.

ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში გია ყანჩელის იუბილესადმი მიძღვნილი საღამოსთვის ემზადებიან. ფესტივალ „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში დაგეგმილ კონცერტს ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. პროგრამაშია კომპოზიტორის მიერ გარდაცვლილი მეგობრების ხსოვნისადმი დაწერილი ნაწარმოები „სტიქსიც“.