გია ვოლსკი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. აქცენტი გაკეთდა ქვეყნის მოსაზღვრე სახელმწიფოების სამეზობლო პოლიტიკასა და მათთან საქართველოს ურთიერთობაზე. განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ევროკავშირთან ვაჭრობის საკითხები.