ცნობილი ქართველი მოქანდაკის შემოქმედება საგამოფენო სივრცეში – გია ჯაფარიძის სკულპტურული, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები გალერეა „იარტშია“ წარმოდგენილი.
80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია შემოქმედებითი მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპზე შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს. ქართული სკულპტურის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურის ქანდაკებები საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ არაერთ ქალაქს ამშვენებს.
გია ჯაფარიძის ნამუშევრების გამოფენას ორ დღეში კიდევ ერთი გალერეა უმასპინძლებს. „ვანდას“ საგამოფენო სივრცე ცნობილი ქართველი ხელოვანის მარმარილოს და ხის ნაკეთობებს დაეთმობა.