გია ჯაფარიძის განცხადება – გამოხმაურება
პოლიტიკური შეფასებების თემაა გია ჯაფარიძის ის განცხადება, სადაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე ისაუბრა და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებებით, საქართველო ევროკავშირის მენიუში აღარ არის. პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, ამ განცხადების მიღმა იმ სურვილებსა და მიზნებს ხედავენ, რაც ქვეყნის შიგნით ოპოზიციას და ქვეყნის გარეთ კონკრეტულ ძალებს ჰქონდათ. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მსგავსი სიმბოლური, თუ გადატანითი მნიშვნელობით ქვეყნის გაიგივება რომელიმე მენიუს კერძთან, კარგად ასახავს ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებას.