გია ჟორჟოლიანის ინიციატივა

დეპუტატი გია ჟორჟოლიანი ინიციატივით გამოდის, პროპორციული საარჩევნო სისტემა მრავალმანდატიან ოლქებში ამოქმედდეს. კანონმდებლის აზრით, ამ სისტემის შემოღება ერთი მხრივ, პარლამენტში უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობას და მეორე მხრივ, შეინარჩუნებს რეგიონული წარმომადგენლობის პრინციპს, რაც ამომრჩეველს შესაძლებლობას მისცემს, იცოდნენ კონკრეტული პირები, თუ ვის აძლევენ ხმას. ჟორჟოლიანი ამბობს, რომ აღნიშნული საარჩევნო სისტემა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს.