გია ჟორჟოლიანის განცხადება

„სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს. დეპუტატის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისთვის აუცილებელი არ არის კონსენსუსის მიღწევა „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის საჭირო 113 ხმის შეგროვება შესაძლებელია „ქართული ოცნების“ 93 წევრისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ.
კანონმდებელი ამბობს, რომ საზოგადოება აღნიშნული პოლიტიკური ძალების მხრიდან ურთიერთბრალდებებს ხედავს.