გია ჟორჟოლიანის განცხადება

პარლამენტის წევრი, გია ჟორჟოლიანი მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალ ინიციატივას სთავაზობს, – 2020 წელს ერთჯერადად არჩევნების ჩატარება 115 პროპორციული და 35 მაჟორიტარული მანდატით, თანაც ნულოვანი ბარიერით.

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრის შეფასებით, მსგავსი ცვლილებების განხორციელება არჩევნებისადმი ნდობის და ლეგიტიმურობის ხარისხის გაზრდას შეუწყობს ხელს.