გია ჟორჟოლიანის გადაწყვეტილება

საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური კონფიგურაცია შეიცვალა. პარტია „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი დაკარგა. უმრავლესობა დღეს კიდევ ორმა დეპუტატმა დატოვა. ესენი არიან გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური.

„სოციალ-დემოკრატები“ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსს“ უერთდებიან და როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, დღეიდან ეს ფრაქცია ახალი სახელით გააგრძელებს ფუნქციონირებას. უმრავლესობიდან კიდევ ორი დეპუტატის გასვლით შეიცვალა ბალანსი.

უმრავლესობის გარეთ უკვე 21 დეპუტატია, შესაბამისად, „ევროპული საქართველო“, სადაც 20 წევრია, კარგავს საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს.

შეინარჩუნებს თუ არა ოპოზიცია უმცირესობის სტატუსს, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საკითხზე კონსულტაციებს გამართავენ.