ღვთისმსახურება სიონის საკათედრო ტაძარში
ილია მეორე სიონის ტაძარში ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ არჩეული რვა პატრიარქის გვერდითაა დაკრძალული.
მეოთხე დღეა, ტაძარში დილიდან უამრავი ადამიანი მიდის და კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივს მიაგებს. პანაშვიდი ყოველდღე, დილის 8:00 საათიდან ღამის 10:00 საათამდე მიმდინარეობს. რამდენიმე საათის წინ, გარდაცვალების მეცხრე დღეს, უწმინდესისა და უნეტარესის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ გადაიხადა. ტაძარში იმყოფებოდნენ ხელისუფლების პირველი პირებიც. ქადაგების დროს მეუფე შიომ ბევრი ისაუბრა 141-ე პატრიარქის 49-წლიან საპატრიარქო მოღვაწეობაზე და ეკლესიისა და ქვეყნისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის ნაბიჯებსა თუ გადაწყვეტილებებზე.
სიონში მოქალაქეები ამ წუთებშიც მიდიან – ილია მეორის საფლავთან მრევლი ყვავილებს ტოვებს და სანთლებს ანთებს.