ღვინის უნიკალური საცავის საუკუნოვანი მემკვიდრეობა 

21:40, 28.05.2026

20 ათასამდე საკოლექციო ბოთლი, ორ საუკუნეზე მეტი ხნის დაძველებით – გახსნილია თბილისში მდებარე უნიკალური ღვინის საცავი, რომელიც მე-19-ე საუკუნეში ცნობილი ქართველი მეცენატის, დავით სარაჯიშვილის დაფინანსებით აშენდა.

„ღვინის ქარხანა №1“-ში არსებულ ენოთეკაში, პრემიუმ ხარისხის ადგილობრივი და უცხოური ღვინოების იშვიათი ნიმუშებია დაცული. მათ შორის, არ არის გამორიცხული ღვინის ბოთლები ნაპოლეონ ბონაპარტის, იოსებ  სტალინის და სხვების პირადი კოლექციებიდან იყოს. ისტორიული საცავი, რომელიც საუკუნოვან მემკვიდრეობას ინახავს, ახლა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ უნდა შეისწავლოს. გეგმაშია ბოთლების იდენტიფიცირება და წარმოშობის დადგენის შესწავლა.

რა შესაძლებლობა ჩნდება ალკოჰოლური სასმელების უნიკალური საცავის გახსნით – ნახეთ მარიამ ბერძენიშვილის სიუჟეტი.

 

მსგავსი