ღვინის ტური საქართველოში
ქართული ღვინის ტრადიციებს ამჯერად ამერიკელი ღვინის ექსპერტები გაეცნენ.
კახეთში ჩატარებული ღვინის ტური ღვინის მწარმოებლებთან და სხვადასხვა კომპანიასთან შეხვედრებს და დეგუსტაციას მოიცავდა. ტური მარკეტინგული კამპანიის ნაწილია, რომელმაც ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და გავრცელებას უნდა შეუწყოს ხელი. 14-კაციან ჯგუფს შეხვდნენ იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებსაც საკუთარი პროდუქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში წლებია გააქვთ. ამერიკის ბაზარზე საექსპორტო მაჩვენებლების გაზრდა ქართული ღვინის კომპანიების პრიორიტეტია.