ღვინის საკითხებზე მომუშავე ამერიკელი ჟურნალისტები საქართველოში

12:25, 21.09.2026

საქართველოს ღვინის თემაზე მომუშავე ამერიკული მედიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ისინი ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ 11 მარანსა და კომპანიას ეწვივნენ. ამერიკელი ჟურნალისტების ჯგუფში წიგნის „ღვინის ბიბლის“ ავტორი კარენ მაკნილი, Apple News-ის ავტორი შერლინ პიტერსი, ჟურნალ Blood of Gods-ის დამფუძნებელი სტეისი ბიუკენენი და ღვინის მწერალი პიტ ჰოლანდი იყვნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აშშ ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარია, რომელიც მაღალი კონკურენციითა და ხარისხის მიმართ მკაცრი მოთხოვნებით გამოირჩევა.

მსგავსი