ღვინის საერთაშორისო კონკურსი
34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო – ასეთი შედეგებით დასრულდა ღვინის საერთაშორისო კონკურსი, სადაც წელს უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის, 180-ზე მეტი კომპანიის 550 ღვინო, ჭაჭა, ბრენდი და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელები იყო წარმოდგენილი. კონკურსზე დარეგისტრირებული 550 სასმელიდან მედალი 304 მათგანს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი – 32 ოქრო ქართველმა მწარმოებლებმა მიიღეს. 2 ოქრო სომხურ კომპანიას ერგო. საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანთან ერთად, წელს ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსს პირველად, უზბეკეთიც შეუერთდა. უზბეკურმა მეღვინეობებმა წელს პირველად მიიღეს მონაწილეობა კონკურსში. აღსანიშნავია, IWSC-მ საქართველოში რიგით მეოთხე კონკურსი წელს, პირველად აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმში ჩაატარა, რამაც საერთაშორისო ჟიურის წევრებს მისცათ შესაძლებლობა, დასავლეთ საქართველოს მდიდარ ღვინის კულტურას გაცნობოდნენ. ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ღვინის ცნობადობის ზრდას და მათ პოპულარიზაციას სხვადასხვა რეგიონში.