ღვინის საერთაშორისო გამოფენა
პარიზში გამართული ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო გამოფენაში „რო ვაინ პარიზი“, ქვევრის ღვინის მწარმოებელი ცხრა მარანი მონაწილეობდა. RAW Wine ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინის მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია, ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან, იზაბელ ლეგერონი. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2026 წელს, ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები RAW Wine-ის გამოფენებში, სხვადასხვა ქვეყანაში მიიღებენ მონაწილეობას.