ღვინის ლაბორატორია ბაღდათში
ღვინის ლაბორატორია, რომელიც წლის საუკეთესო პრაქტიკად დასახელდა. ბაღდათის მუნიციპალიტეტში უკვე ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია და ის რეგიონის მეღვინეებს დროსა და ხარჯებს მნიშვნელოვნად უზოგავს.
რა გზას გადის ღვინის ნიმუშები ანალიზიდან აღიარებამდე, როგორ პერსპექტივას უხსნის თანამედროვე ტექნოლოგიები მცირე მარნებს და რატომ გადაწყდა ბაღდათში ღვინის მუზეუმის დაარსება – ირმა ჭოლაძისა და დავით ლორთქიფანიძის რეპორტაჟი.