2024 წელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ 95 მილიონი ლიტრი ღვინო გაიყიდა.
ციფრები წინა წლების მაჩვენებლებს მკვეთრად აჭარბებს. ექსპორტის მონაცემები გაზრდილია სხვა სპირტიანი სასმელების შემთხვევაშიც. მარტო გასულ წელს ქვეყანამ ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტის შედეგად ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. განსაკუთრებული აქცენტი ბაზრების დივერსიფიცირებაზე კეთდება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქართული ალკოჰოლური სასმელები 72 ქვეყანაში იყიდება. ტრადიციულთან ერთად, მათ შორის ახალი ბაზრებიცაა.