ღვინის გამოფენა ბერლინში

ბერლინში ღვინის გამოფენაზე მონაწილეობა საქართველოდან 18-მა მარანმა მიიღო. ეს ერთ-ერთ გამორჩეულ გამოფენად ითვლება, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი საფრანგეთიდან, იზაბელ ლეგერონი.