ღვინის ფორუმი
მარნეულის მუნიციპალიტეტში, გადაჭრილ გორაზე ქვემო ქართლის ღვინის ფორუმი გაიმართა. არქეოლოგიური ძეგლი ღვინისა და ხორბლის 8 000 წლით დათარიღებულ აღმოჩენებს უკავშირდება და რეგიონის მეღვინეობის უნიკალურ მემკვიდრეობას წარმოაჩენს. ფორუმის მიზანია ქვემო ქართლის ღვინის სექტორის შესაძლებლობების წარმოჩენა, რეგიონული ღვინის იდენტობის გაძლიერება, ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა-პოპულარიზაცია და საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ დააფინანსა.